ყვარელში, გვიან ღამით, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
მძიმედ დაშავდნენ გარდაცვლილის შვილი და რძალი. მსუბუქი დაზიანებები მიიღო მცირეწლოვანმა ბავშვმა, რომელსაც დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, იგი რეანომობილით თბილისშია გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია