ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: პოროშენკოსგან მუდმივად ვიღებ მუქარებს, მუდმივად მეუბნებიან გაჩუმდი

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ NEWSONE-სთვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და მის ურთიერთობაზე ისაუბრა.

„მუდმივად ვიღებ მუქარებს. მუდმივად მეუბნებიან გაჩუმდი, არ ისაუბრო ომზე, კორუფციაზე, ამაზე არ ისაუბრო სხვა რამეზე ისაუბრე, ის პოლიტიკოსები გააკრიტიკე ან შეაქე, ვისაც გეტყვით“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე მას სახლიდან გამოსვლა ეკრძალება. მოსამართლის გადაწყვეტილებას, საქართველოს  მესამე პრეზიდენტის და ყოფილი გუბერნატორის პროტესტი მოჰყვა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება.

იტვირთბა....