სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას გაერთიანებული სამხედრო ძალების შესახებ.
„ამ ხელშეკრულების რატიფიცირება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომელთა მონაწილე რუსეთიც არის. აშშ მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან გამოიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“, – ნათქვამია განცხადებაში
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ, რომელიც 2018 წლის 24 იანვარს განხორციელდა.