ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტი მალე უნდა მივიღოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღება ძალიან მალე, ამ სესიის განმავლობაში უნდა მოხდეს.

„ძალიან მალე უნდა შევაჯეროთ ეს პოზიციები.  უნდა დაიწყოს საბოლოო განხილვა და მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ეხება ნარკოპოლიტიკას საქართველოში. ამ სესიის განმავლობაში აუცილებლად გვესაჭიროება ამ კანონპროექტის მიღება იმისათვის, რომ საბოლოოდ წარმატებით დასრულდეს ის დისკუსია, რომელიც საზოგადოებაში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით წარიმართება.

მთავარია პოზიციების შეჯერება. დღემდე არის განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით, ამიტომ აქაც იგივე სირთულე გვაქვს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული არგუმენტები. მე პირადად განვაცხადე, რომ სიღრმისეული არგუმენტები არ მომისმენია არცერთი მხარისგან, რასაც მოჰყვა კრიტიკა, თუმცა შემიძლია, დღესაც იგივე გავიმეორო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უმრავლესობის შიგნით პოზიციები ჯერჯერობით კვლავ არ არის შეჯერებული.

იტვირთბა....