პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ხვდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვა, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, წარმოადგინონ საკუთარი ხედვა.
“სიმართლე გითხრათ, ხელი მიკანკალებდა როცა ვიღებდით ბიუჯეტს, რადგან 40-50 მილიონს ვიხდიდით 1.5%-იან რეიტინგში. ეს არის რეალური პრობლემა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ან საერთოდ გავაუქმოთ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ან ხელი შევუწყოთ მის განვითარებას რომ ეს 1.5 რეიტინგი გახდეს 5-6-7%…”- თქვა ირაკლი კობახიძემ.
22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა.