ახალი ამბები

გია ხუხაშვილი: „რუსეთის მკვეთრი განცხადებები ჯაველინების თემას უკავშირდება“

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროპას, მით უფრო მკვახე რიტორიკა ექნება რუსეთს.

„კარასინი როგორც ყოველთვის თავის ამპლუაშია და ნაჯახივით გამოთქვამს საკუთარ აზრებს. რუსეთის მხრიდან გამოწვეული მორიგი მკვეთრი განცხადებების ტალღა ჯაველინების თემას უკავშირდება.  რაც უფრო დავუახლოვდებით დასავლეთს, უფრო მკვახე გახდება რუსეთის რიტორიკა’, – განუცხადა „მეტრონომს“ ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ   რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი „კომერსანტთან“ ინტერვიუს დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი პარტნიორები თავიდანვე გააფრთხილეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით, რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფოებრივ ურთიერთობას არ შეასუსტებს.

იტვირთბა....