რუსთაველის გამზირზე მდებარე საიუველირო მაღაზია „ფრანკო ფონტანა” გატეხეს. მაღაზიის თანამშრომელბის ცნობით, მაღაზიიდან არაფერია წაღებული, რადგან მინის ჩატეხვის შემდეგ სიგნალიზაცია ჩაირთო.
როგორც”მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.