ახალი ამბები მთავარი სამართალი

მათიკაშვილი: “გიორდანაშვილს 45 აბზე მეტი „სუბოტექსი“ ამოუღეს, რაც 200 ადამიანზე მეტის მოხმარებისთვის საკმარისი დოზაა”

დეპუტატი დავით მათიკაშვილი გიორგი გიორდანაშვილის საქმეზე ჟურნალისტებს ესაუბრა. მისი თქმით გიორგანაშვილს ჩხრეკისას 45 აბზე მეტი „სუბოტექსი“ ამოუღეს, რაც დაახლოებით 200 ადამიანზე გაცილებით მეტის მოხმარებისთვის საკმარისი დოზაა.

“არ მგონია, რომ ჩვენ ისეთ ნარკოპოლიტიკაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ამ რაოდენობის ნარკოტიკის შენახვაზე ადამიანი არ დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, მას გასაღება უმტკიცდება თუ არა. ჩვენ მხოლოდ ვსაუბროთ ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულ ლიბერალიზაციაზე და არა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის მიმართ ლიბერალიზაციაზე. ნამდვილად მგონია, რომ ასეთი საქმეები არ უნდა იყოს გამოყენებული თავისუფალი სასამართლოს, პოლიციისა და პროკურატურის წინააღმდეგ.
საბედნიეროდ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ დღეს ობიექტური კითხვები სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ დღითიდღე იკლებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნარკომომხმარებლებს უნდა ვუმკურნალოთ და გამოსავალი მათი დასჯა არ არის, მაგრამ ამავე დროს მკაცრები უნდა ვიყოთ ნარკოგამსაღებლების და იმ პირების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში იმხილებიან.

ვფიქრობ, რომ განსხვავებულ პოზიციებს შორის ჩვენ შევძლებთ მათ დაახლოებას და სწორი ნარკოპოლიტიკის შექმნას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

იტვირთბა....