ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზარდიაშვილი: “მინდა შევაქო ყველა ვინც 24 საათი მუშაობს იმისთვის, რომ ნარკოტიკები არ გავრცელდეს”

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული სახელმწიფო “თეთრი ხმაურის“ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება“.

“პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიმართ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. გააქტიურდა უწყებათაშორისი კომისია. სახელმწიფო ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას დააფიქსირებს. მინდა შევაქო ყველა სამართალდამცავი, ვინც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში არ გავრცელდეს ნარკოტიკები და გამსაღებლებს სხვისი შვილების მოწამლვის საშუალება არ მიეცეთ. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პროკურატურას ასეთი ეფექტური მუშაობისთვის. სახელმწიფო ვერანაირი “თეთრი ხმაურის“ და კლუბ “ბასიანის“ შანტაჟის ქვეშ ვერ მოექცევა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებს რეფორმას, რომელიც იქნება ლიბერალური მომხმარებლების მიმართ, მაგრამ ძალიან მკაცრი და დაუნდობელი ნარკოტოკების რეალიზატორების მიმართ“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

იტვირთბა....