ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავსტრია საქართველოს სახანძრო-სამაშველო სპეცტანსაცმელსა და აღჭურვილობას გადასცემს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა და საქართველოში ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ,  დღეს გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ავსტრიის მთავრობა საქართველოს სახანძრო-სამაშველო სპეცტანსაცმელსა და აღჭურვილობას საჩუქრად გადასცემს.

ავსტრიული მხარე ასევე მზადყოფნას გამოთქვამს ის მაშველები გადაამზადოს, რომლებიც მთაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იუდენბურგის სახანძრო სამსახურების გაერთიანების გადაწყვეტილებით, სახანძრო-სამაშველო სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა ქართულ მხარეს უახლოეს მომავალში გადაეცემა.

ცნობისთვის, 2017 წლის 15 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ჩამოყალიბდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ასევე, 2018 წლის 1 იანვრიდან უწყებას შეუერთდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო და მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი.

იტვირთბა....