ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აუდიტის სამსახური – წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებმა 27 270 568 ლარი დახარჯეს

სახელმწიფო სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა 27 270 568 ლარი დახარჯეს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ანგარიში 2017 წლის 1 ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა – 17 600 948 ლარი პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დახარჯა.

ამავე ანგარიშით, 2 078 378 ლარი დახარჯა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“,  1 523 360 ლარი – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“,  1 484 891 ლარი – პარტიამ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

რაც შეეხება შემოწირულებებს, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა შემოწირულებამ ჯამშჲ 16 418 892 ლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მიიღო – 14 815 653 ლარი, რომელსაც მოსდევს „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 951 834 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 122 496 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 66 392 ლარი.

 

 

იტვირთბა....