ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველო 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის მომზადებას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადისთვის მომზადებას იწყებს. პრემიერმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მარტის დასაწყისში ჩამოდის სპეციალური დელეგაცია, რომელიც შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, მოახდენს იდენტიფიცირებას იმ მიმართულებების, თუნდაც ჩავარდნების, რომელიც ჩვენ გვაქვს. შეისწავლიან იმ მიმართულებებს, რომლის განვითარებაც აუცილებელია, რათა საქართველოს ჰქონდეს ყველა შემადგენელი კომპონენტი, რომ კვალიფიცირდებოდეს ასეთი ტიპის უმაღლესი რანგის კონკურსებისთვის. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაცხადებთ პრეტენზიას, რომ საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები, ძალიან დიდ ყურადღებას მოიპყრობს საქართველოს მიმართ.

ჩვენ გვექნება გაწერილი გეგმა, არამხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ამას ხაზს ვუსვამ, არამედ ზამთრის სპორტის სახეობების განვითარების მიმართულებით ადგილობრივი ახალგაზრდების, ბავშვების ზამთრის სპორტის სახეობებში ჩართვის მიმართულებით და ეს იქნება მთელი მთავრობის სამოქმედო გეგმა, სადაც იქნება ჩართული აბსოლუტურად ყველა უწყება “, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....