მას შემდეგ, რაც “ჯაველინების” პირველი პარტია საქართველოში ჩამოვიდა, რუსეთის პასუხი იყო ასეთი – ამის შესახებ “პრაიმტაიმს” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რუსეთის დუმის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან ე.წ. შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით განუცხადა.
“ფაქტი მკვეთრად უარყოფითია. ფაქტობრივად ეს არის პასუხი “ჯაველინებთან” დაკავშირებულ ისტორიაზე. რუსეთი ერთი მხრივ ქმნის ილუზიას, რომ პოლემიკის გადაწყვეტა შესაძლებელია, მაგრამ ამასთანავე მწვავედ და აგრესიულად რეაგირებს საქართველოს მხრიდან ნებისმიერ ქმედებაზე ევროატლანტიკური მიმართულებით. მას შემდეგ, რაც “ჯაველინების” პირველი პარტია საქართველოში ჩამოვიდა, რუსეთის პასუხი იყო ასეთი. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მოცემულობა ასეთია” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან სამხედრო ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა. დოკუმენტის რატიფიკაციის თხოვნით, სათათბიროს ჯერ კიდევ გასული წლის 2 დეკემბერს მიმართა ვლადიმერ პუტინმა.
პრაიმთაიმი