ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხოშტარიამ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა

“ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა.

“მე როგორც პოლიტიკოსი, რომელიც წინა ხელისუფლებას წარმოვადგენ, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და წუხილს ვგრძნობ, რომ თავის დროზე ამის აღმოფხვრა არ მოხდა და დიახ, ჩადებების პრობლემაც იყო და ეს რეპრესიული ხასიათის იყო. თქვენც, რომელიც ამ ხელისუფლებას წარმოადგენთ, რომელიც ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდა და დღეს ჩვენ ერთად ვმუშაობთ ამ კანონპროექტზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს. კი არ უნდა მოვიშოროთ ეს საკითხი, ნეტა ჩაუდეს თუ არა.

კონკრეტულად გეტყვით, რატომ ჩნდება ეჭვი, რომ ჩაუდეს: რეპერების საქმეზე დავინტერესდით თუ არა ვინ ჩადო იქ ნარკოტიკი. ძალიან მარტივი სიტუაცია იყო, პატიოსან მოქალაქეებს, როდესაც პოლიციელებს რაღაცა არ მოეწონა ჩაუდეს ნარკოტიკი. ჩვენ ბოდიში გვაქვს მათ მიმართ მოსახდელი. გარდა იმისა, რომ ისინი აწვალეს ერთი წელი, არავინ არ დასჯილა. შს მინისტრი შევაქე კიდეც, რომ მომეწონა მისი გარკვეული მიდგომები. კითხვაც დავუსვი, რომ ფიქრობს თუ არა, რომ კონკრეტულ საქმეზე პოლიციელის დასჯაა ის გზა, რომელიც აჩვენებს ხელისუფლების ნებას, რომ მართლა არ უნდა ჩადება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იტვირთბა....