ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს.
ბერძენიშვილის ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გასაჩივრებას მხარე მას შემდეგ აპირებს, რაც სასამართლოსგან დასაბუთებულ განჩინებას ჩაიბარებს.
ადვოკატი ჟურნალისტებთან საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზეც საუბრობს. “საქმეში არ არსებობს არანაირი ვიდეო-ფოტო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ხოფაში ჩატაევთან ბერძენიშვილის შეხვედრას” აღნიშნა ადვოკატმა.