პროკურორის ცემაში ბრალდებული თენგიზ გავაშელი და მისმა ადვოკატმა ირაკლი შოთაძის უწყებას განცხადებით მას შემდეგ მიმართეს, რაც პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა და ბრალდებული ძებნილად გამოაცხადა. საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის დეტალურად მისცეს ჩვენება გამოძიებას, თუმცა საგამოძიებო უწყებიდან ჯერ არავინ დაკავშირებიათ.
დაპირისპირების დეტალებზე “კურიერთან” ბრალდებულის სიდედრმა, მარიამ ლორთქიფანიძემ ისაუბრა.
„არკასთან რომ ადიოდნენ, ეგ ჩამოდიოდა, პროკურორია, მოადგილეა, ვინ არის, არ ვიცი. ტაქსი უსიგნალებდა, რომ გაგვატარეო, არაფრით არ გაატარა, როგორც ვიცი. ნასვამი კახცი ხომ წარმოგიდგენიათ. გადმოსულა, რას აკეთებ, რატომ არ გვატარებო, იმასაც ასე უთქვამს, არ გაგატარებო და რაღაც ცუდი სიტყვა უთქვამს. მე თვითმხილველი არ ვარ, გადმოცემით ვიცი. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ამასაც ვერ მოუთმენია და შელაპარაკებაში შესულა. იმას დაუკეტია მანქანა, ამოუღია მობილური და დაუწყია სურათების გადაღება,“- განაცხადა თენგიზ გავაშელის სიდედრმა, მარიამ ლორთქიფანიძემ.