პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით 26 იანვარს გაიმართება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში, 14:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის საკითხზე შეხვედრის წინადადებით რამდენიმე დღის წინ თავად მედიაორგანიზაციებმა მიმართეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაძლიოს.
სპეციალურ განცხადებას ხელს 52 მედიაორგანიზაცია აწერდა.