ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა სამშაბათს ბრიუსელში გამართა შეხვედრა, რომელზეც შეშფოთება გამოთქვეს ორი ქვეყნის, საქართველოსა და ალბანეთის გამო. მაგრამ, როგორც ბრიუსელიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი,ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება , თუმცა ამ საკითხის განხილვა წინასწარ გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს.
„რადიოთავისუფლების“ ინფორმაციით, საქართველოზე მსჯელობის მიზეზი გახდა ერთ წელიწადში (2016-2017 წწ) საქართველოდან ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა, დაახლოებით, 50%-ით გაზრდა. 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც ძალაში შევიდა მიგრაციის ტალღების გასაკონტროლებლად შემუშავებული სპეციალური მექანიზმი.
იტვირთბა....