ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სანამ მინისტრი არ მოვა არ შევალ”: ნათელაშვილი წულუკიანს სასამართლოსთან ელოდება

“მეტრონომი”: სასამართლოდან

 

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალავ ნათელაშვილი სასამართლოში მივიდა, სადაც მისი სასამართლო პროცესი იმართება. მას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლა. სასამართლოში მისულმა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი სასამართლო პროცესებს არ ესწრება და თავის წარმომადგენელს აგზავნის. ნათელაშვილი ამბობს, რომ სანამ მინისტრი სასამართლოში არ მივა ის პროცესებს არ დაესწრება.

“წულუკიანი საკუთარ მონად ქცეულ სასამართლოზე არ მოდის. გამომიგზავნა წარმომადგენელი და მას უნდა ველაპარაკო. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ წულუკიანს, რომ მოვიდეს და დაავუმტკიცებ, რომ კანონსა და სამართალს ბიძინა ივანიშვილის მწვანე დოლარებზე ჰყიდის. სანამ მინისტრი არ მოვა სასამართლოზე არ შევალ. პორცესები კი ასე უსასრულოდ გაგრძელდება”,-აცხადებს ნათელაშვილი.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივს. საქმე ეხება შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, „ლეიბორისტების“ ლიდერი ამბობდა, რომ თეა წულუკიანმა ბინა სტრასბურგში, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....