ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იაგო ხვიჩია: „არავინაა ამ კაცის მიერ ნაწყენი და დაზარალებული, მაგრამ სისტემა მაინც 8 წლით ამწყვდევს ციხეში“

„ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია „მეტრონომთან“ საუბრისას გიროგი გიორგანაშვილის დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის მანკიერ მხარეებს.

„გიორგანაშვილის დაპატიმრება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რა ნარკოპოლიტიკა გვაქვს ქვეყანაში და გვაჩვენებს მის უსამართლობას. ჩვენ ქართველი ხალხი შეთნხმებულები ვართ, რომ ეს კაცი ქართველი საზოგადოებისთვის საშიში არ არის. ამ ქვეყანაში არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ეს ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის მიუხედავად, სასამართლო სისტემამ თქვა, რომ ეს კაცი ციხეში უნდა იჯდეს. ასეთი უკუღმართი სამართლის გაგება გვაქვს ქვეყანაში და ასეთი მოსამართლეებიც გყვავს, რომლებისთვისაც სამართლიანობის მიღწევა არაა მიზანი.

ქართული სასამართლოს სისტემისთვის დრაკონული კანონების აღსრულებაა მნიშვნელოვანი. გასაგებია, რომ ციხეში აღმოჩენა ადამიანის პირადი ტრაგედიაა, ასეთი მაგალითები საზოგადოების გამოფხიზლებას უწყობს ხელს. უნდა დავფიქრდეთ რამდენად სამართლიანია სისტემა, სადაც ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს საფრთხეს არ უქმნიან ციხეში არ უნდა აღმოჩნდნენ. ეს თემა უნდა იყოს აქტუალური. ხშირად უნდა ვუთხრათ ამ ადვოკატებს, მოსამართლეებს, რომ ესე მოქცევა არ შეიძლება. არ შეიძლება ამ სისტემის მონაწილე იყოს პატიოსანი ადამიანი. სისტემის, რომელიც უდანაშაულო ადამიანს 8 წლით ამწყვდევს ციხეში, როდესაც კონკრეტული დაზარალებული არ არსებობს. არ არის არავინ ამ კაცის მიერ ნაწყენი, დაზარალებული.. საზოგადოებაში არავის უნდა ამ კაცის ციხეში ჯდომა. ამის მიუხედავად, გვაქვს სისტემა, რომელიც 8 წლით ამწყვდევს ადამიანს ციხეში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი მოსამართლემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფაქტზე დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ ამ წუთებში განაჩენი გამოიტანა და მას 8 წლით თავისულების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ. ბრალდებული აცხადებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა ჩაუდეს.

იტვირთბა....