მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის დედამ სასამართლო პროცესის მერე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი შვილი უნამუსო სპექტაკლის შემდეგ გაწირეს.
„გამოათაყვანეს საქართველო ამ უსამართლობით და ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენების შემდეგ, ასეთი უნამუსო სპექტაკალის შემდეგ, მარტო ჩემი შვილი კი არ გაწირეს, მთელი ოჯახი დგას ჩემი შვილის უკან. ამ ქვეყანაში ჩემი შვილიშვილების გაჩერება აღარ მინდა. ბავშვობაში მართლა მიყვარდა მილიცია, ახლა მძულს ეს სისტემა, მეზიზღება ჩემი გამოთაყვანებული ქვეყანა ამ სისტემის გამო“.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი მოსამართლემ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფაქტზე დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ ამ წუთებში განაჩენი გამოიტანა და მას 8 წლით თავისულების აღკვეთა მიუსაჯა.