ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კალაძე: „თავიდან რომ იწყებოდეს ყველაფერი, ატენის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვას არ გავცემდი“

თბილისის მერის კახი კალაძეს განცხადებით, მას შესაძლებლობა არ ქონდა, რომ ატენის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა არ გაეცა.

“გულწრფელად რომ გითხრათ, დღეს რომ პროცესი ნულიდან იწყებოდეს, მშენებლობის ნებართვას არ გავცემდი. ეს პროცესი დაწყებულია 2007 წლიდან და 12 თუ 14 სართული უკვე აშენებულია.მე არანაირი შესაძლებლობა, არანაირი საბაბი არ მქონდა იმის, რომ უარი მეთქვა და ნებართვა არ გამეცა. ვემორჩილები კანონს და ვმოქმედებ კანონის შესაბამისად. თუ მოხდება კიდევ გასაჩივრება სასამართლოში, ეს უკვე ადგილობრივი მცხოვრებლების გადასაწყვეტია. პროცესი რომ თავიდან იწყებოდეს, ამ კოეფიციენტით მშენებლობის ნებართვას არ გავცემდით. თუ გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელებთ. მაშინდელმა მერმა გამოსცა ბრძანება, პროექტი გაგრძელებულიყო. შემდეგ კიდევ იყო გასაჩივრებული და ეს გასაჩივრება სააპელაციომ გააბათილა. მე ერთადერთი გზა, რაც მქონდა დარჩენილი, ნებართვის გაცემა იყო. ტექნიკური ხასიათის ხარვეზები რაც იყო ჩვენი მხრიდან გამოვლენილი, კომპანიამ გამოასწორა და გააგრძელა მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ატენის ქუჩის მაცხოვრებლები თბილისის მერიას უჩივიან მათ ქუჩაზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის გამო.

იტვირთბა....