ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია ჟორჟოლიანი: „სკოლაში რელიგია ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს“

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებით, სკოლებში რელიგია ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს.

„მეტრონომთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ადამიანს ყველა სახის სარწმუნოების შესახებ უნდა ქონდეს ინფორმაცია და შესაბამისად, ახალ საგანშიც ყველა რელიგია უნდა ისწავლებოდეს.

„რამდენადაც მე ვიცი, ზოგიერთ სკოლაში რელიგია ისწავლება. ჯერ მინისტრმა უნდა თქვას თუ რა აქვს მხედველობაში რელიგიის ცალკე საგნად შემოღებაში. რელიგია სკოლაში ცხადია, უნდა ისწავლებოდეს, არ ვიცი ისტორიასთან ერთად უნდა იყოს თუ ცალკე, მაგრამ აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს. რელიგია არის ადამიანთა ცხოვრების, ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვგარეშეა, რომ რელიგია უნდა ისწავლებოდეს. რაღაცა ფორმით რელიგია ყოველთვის ისწავლებოდა, მაგრამ ცალკე საგნად თუ იქნება, შესაძლოა, კარგი იყოს. არ გავასწროთ მოვლენებს, ვკითხოთ სამინისტროს როგორია ეს საგანი, მისი შინაარსი რა იქნება და ა.შ. როდესაც ადამიანი სწავლობს, მაგ. არაბული ქვეყნის ისტორიას, მას უნდა ქონდეს წარმოდგენა თუ რა ამოძრავებდა ამ ხალხს. ცხადია, საზოგადოებას წარმოდგენა უნდა ქონდეს სხვა რელიგიებზეც“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის ისტორიის სწავლება აღდგეს და ის არჩევითი საგანი იქნება.

იტვირთბა....