ექსპერტი კონსტიტუციის საკითხებში ვახუშტი მენაბდე „მეტრონომთან“ საუბრისას სკოლებში რელიგიის შესაძლო სწავლების თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ სკოლებში რელიგიის შესახებ თანაბრად იქნება ინფორმაცია მიწოდებული, მაშინ კონსტიტუციურად პრობლემები არ წარმოიშობა.
„თუ სკოლებში ასწავლიან რელიგიის ისტორიას, სადაც თანაბრად იქნება რელიგიების შესახებ ინფორმაცია მიწოდებული, მაშინ ეს კონსტიტუციურად პრობლემებს არ წარმოშობს. თუმცა, თუ მხოლოდ ერთ რელიგიას ასწავლიან, კონსტიტუციური თვალსაზრისით, მაშინ ეს იქნება პრობლემური საკითხი“, – განაცხადა მენაბდემ.
შეგახსენებთ, განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის ისტორიის სწავლება აღდგეს და ის არჩევითი საგანი იქნება.