სუს-ის მიერ გუშინ ტერორისტული ჯგუფის მხადაჭერისთვის დაკავებული ანტოლ ბერძენიშვილი ამ დრომდე დუმილს იკავებს. დაკავებულის ადვოკატის ელდარ გვალიას თქმით, ბერძენიშვილს ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარდგენია. ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება. ამის შემდეგ კი აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.
ადვოკატისთვის ასევე უცნობია საქმის მასალები. მისი ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია თბილისში, ბრალდებულის სახლში ჩატარდა. სხვა დეტალებზე ადვოკატი არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.