ახმეტ ჩატაევის დაფინანსების ბრალდებით ერთი პირი, ანატოლი ბერძენიშვილი დააკავეს, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს.
სუს-ის ინფორმაციით, ბერძენიშვილი ჩავიდა თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად და მათ ფინანსური დახმარება გაუწია. კერძოდ, საუბარია დახმარებაზე, რომლის მიხედვითაც ბერძენიშვილმა კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში ტერორისტობაში ბრალდებულებს დაეხმარა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს.