საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 იანვრისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5340 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.5429 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0089-ით გამყარდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1067 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.1082 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0015 -ით გამყარდა.
ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5235 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.5214 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0021-ით გაუფასურდა.
თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6653 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6693 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0040-ით გამყარდა.