იაშვილის კლინიკაში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 7 წლის ბიჭი გარდაიცვალა. „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძეაცხადებს, რომ ბავშვი თავდაპირველად დაბალი სიცხით მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში იქნა მოთავსებული, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 18 იანვარს გარდაიცვალა.
„ვადასტურებ, რომ დიაგნოზი მენინგოკოქცემიაა და ბავშვი ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა. ეს არის პირველი შემთხვევა, მარნეულში არანაირი ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. N 8 საჯარო სკოლაში, იმ კლასში, სადაც გარდაცვლილი ბავშვი სწავლობდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩავატარეთ, ავუხსენით მშობლებს და მოსახლეობას, რომ ეს არ არის ეპიდემია. გარდაცვლილის კლასელების მშობლებს პროფილაქტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციები მივეცით“, – განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.
როგორც “ინტერპრესნიუსს” მარნეულის რესურს-ცენტრში აცხადებენ, რომ სადეზინფექციო სამუშაოები N 8 საჯარო სკოლაში გუშინ ჩატარდა და დღეიდან სასწავლო პროცესი სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

