ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: გარდაცვლილების გარდა, დაზიანება მხოლოდ ერთ მოზარდს ქონდა

“მეტრონომი” სასამართლოდან

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესიდან გამოსულმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ სასამართლოს წინაშე წარდგენილ მტკიცებულებებს დაცვის მხარე გაეცნო და დაეთანხმა, რომ დართულიყო საქმეში.

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები არ აზიანებს დაცვის მხარის პოზიციას, პირიქით, ეხმარება მას. ადვოკატი ამბობს, რომ ეს მტკიცებულებები ექსპერტიზის დასკვნებია, თუმცა არ აკონკრეტებს რა სახის.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს დაცვის მხარის პოზიციას”- აღნიშნა ადვოკატმა. პროკურორის თქმით, მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები მიიღო.

”ვადასტურებ, რომ დანაშაულებრივი ქმედება – ორი არასრულწლოვანის მკვლელობა განახორციელეს ბრალდებულებმა. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება აღნიშნულს დაადასტურებს შესაბამისი მტკიცებულებებით”- აღნიშნა პროკურორმა. მისი თქმით, გარდა ორისა, დაზიანება ჰქონდა კიდევ ერთ პიროვნებასაც, თუმცა ის არ აკონკრეტებს რისგან მიიღო მან დაზიანება. ”ამ კუთხით გამოყოფილია სხვა საქმე და ობიექტური გამოძიების ჩატარებით დადასტურდება თუ რა ვითარებაში მოხდა დაზიანების მიყენება. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმეს დანა დაარტყა”- ამბობს პროკურორი. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია.

ავტორი: ნინი ცხადაია

იტვირთბა....