ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორი: „პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალებული ცოლისძმა, მიხეილ მგალობლიშვილი კვლავ დაკავებულია“

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ცოლისძმა მიხეილ მგალობლიშვილი კვლავ დაკავებულია. როგორც წიკლაურმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, მგალობლიშვილი მსჯავრდებულის სტატუსით სარგებლობს.

,,გიდასტურებთ, რომ მიხეილ მგალობლიშვილი ამჟამად სარგებლობს მსჯავრდადებულის სტატუსით.  2017 წლის 24 აპრილის განაჩენით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, მას მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით”, – აცხადებს ჯარჯი წიკლაური.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მაისში მგალობლიშვილი, თავის მეგობართან ერთად, პასუხისგებაში მიეცა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო. სასამართლომ მას 15 წლამდე პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პრეზიდენტის ცოლისძმამ საპატიმროში 4 წელიც არ დაჰყო. მას სასჯელი 2013 წელს ჯერ მიხეილ სააკაშვილმა გაუნახევრა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი საკუთარი ცოლისძმა გიორგი მარგველაშვილმა მთლიანად შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა მიხეილ მგალობლიშვილი შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალა.

იტვირთბა....