ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მიხეილ სააკაშვილი: „როდესაც მიხვდნენ, რომ მე პიარი და ფულის კეთება კი არა, ხალხის დახმარება მსურდა, აქტიურად დაიწყეს ჩემი მოშორება”

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც უკრაინული მხარე მათ სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყევტილებას ასაჩივრებს.

როგორც სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, ოდესმე პოროშენკო პასუხს აგებს მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემაზე.

„ეს არის პოროშენკოს პირადი ბრძანება. ის მალდივებიდან დაბრუნდა და სასამართლოს გადაწყვეტილების გაასაჩივრების ბრძანება გასცა. მე უკანონოდ ჩამომართვეს მოქალაქეობა, რაზეც ოდესმე პოროშენკოს პასუხისგება მოუწევს. რატომ გავხვდი მე უკრაინის მოქალაქე? მე მაიდანზე მათ ვეხმარებოდი, ყველა ამბობდა – როგორ გაგვიმართლა, რომ სააკაშვილი აქ არის.  მე მსურდა, უკრაინელ ხალხს დავხმარებოდი, მათ კი კარგი პიარის გაკეთება სურდათ. როდესაც ისინი მიხვდნენ, რომ მე პიარი და ფულის კეთება კი არა, არამედ ხალხის დახმარება მსურს, მათ აქტიურად დაიწყეს ჩემი მოშორება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....