რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი მუშა მძიმედ დაშავდა.
შეგახსენებთ, მუშები რამოდენიმე დღის წინ, შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა. მუშები აცხადებდნენ, რომ მათ სიცოცლეს საფრთხე ემუქრებოდა. ჯერჯერობით უცნობია, დაშავებული მუშების მდგომარეობა რამდენად მძიმეა, მათი გადაყვანა საავადმყოფოში მოხდა.