პროკურორი ჯარჯი წიკლაური პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთებასა და პროკურატურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. პროკურორის განცხადებით, მისთვს გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მსგავსი შეფასებები რას ემსახურება.
პროკურორი ამბობს, რომ ისინი პროკურატურის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან. ამით კი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ცდილობენ, რომ მათი განწყობა პროკურატურის მიმართ ნეგატიური იყოს. ეს განცხადება ჯარჯი წიკლაურმა გაზეთ “პრაიმ ტაიმთან” ინტერვიუში გააკეთა:
“ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია მსგავსი განცხადებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, მით უმეტეს, რომ მათი განცხადებები გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიით პროკურატურისა და პროკურორების მიმართ, კეთდება გაუზარებელი და არაკომპეტნტური შეფასებები კონკრეტულ საქმეებზე, რასაც აქვს ერთი მიზანი, საზოგადოებას მიაწოდონ მცდარი ინფორმაცია და გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ პროკურატურის საქმიანობაზე. სანდრო გირგვლიანის საქმეზე, რომელზეც ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება. წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვები, გამოკვლეული იქნა ათასობით მტკიცებულება და დამტკიცდა კონკრეტული დანაშაული, რაც ჩაიდინა ყოფილმა პრეზიდენტმა.
განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა სრულიად გაუაზრებელი და შეგნებულად დამახინჯებული შეფასებები, რასაც ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი – არასწორი ინფოფრმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. ზოგადად, ადმინისტრაციაში ხშირად ცდილობენ, მოირგონ მოსამართლის მანტიები და არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური შეფასებებით კონკრეტულ საქმეებზე მიზანმიმართულად აწარმოებენ ნეგატიურ კამპანიას, თუმცა ამ ყველაფერს საზოგადოება ნათლად ხედავს და კარგად აფასებს.
სამწუხაროდ ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, ეს ყოველივე კი მხოლოდ პროკურატურის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. ჩვენ პროკურორები ჩვენ საქმიანობაში ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებლები და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს, ვხელმძღვანელობთ კანონით.
ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს მკაცრად განსაზღვრული კომპეტენცია, ხოლო ჩვენს გადაწყვეტილებებს რევიზიას უკეთებს მხოლოდ სასამართლო. არც პოლიტიკოსებს და არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, რაიმე სახის ზეგავლენა მოახდინოს პროკურორის საქმიანობაზე – ეს დასჯადი ქმედებაა, სამწუხაროდ იმ შინაარსის განცხადებები, რაზეც უკვე ვისუბრემ ტოვებს შთაბნეჭდილებას, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგიფებს აქვთ სურვილი ზემოქმედება მოახდინონ პროკურატურის საქმიანობაზე, მაგრამ გარწმუნებთ, ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ,”-განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
წყარო: “პრაიმ ტაიმი”