აშშ-ში პოლიციამ ორი მამაკაცის ცხედარი იპოვნა, რომელთა შორის ერთ-ერთი, სამწუხაროდ, ქუთაისელი დავით კანდელაკია. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, კანდელაკის ოჯახის წევრებმა პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ ოპერატიულად შეატყობინეს.
როგორც ირკვევა, დავით კანდელაკი მეუღლეს უნდა შეხვედროდა, მაგრამ როცა ის არ გამოცხადდა, ცოლმა პოლიციაში დარეკა.
უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. დავით კანდელაკს ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა და ის პროფესიით ექიმი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.