ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ოდიშის მოსახლეობამ აქცია გამართა

დღეს, სოფელ ოდიშის მოსახლეობამ აქცია გამართა, მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, წყლის ახალი მილების გაყვანის სამუშაოები, რომელსაც აზერბაიჯანული კომპანია ასრულებდა, უკვე 5 თვეა, უსახსრობის გამო შეჩერებულია. თითქმის ნახევარი წლის წინ ამოთხრილი მიწა და შლამი კი ამ დრომდე მოსახლეობის სახლებთან ყრია, რის გამოც სანიაღვრე არხები წვიმის დროს იბლოკება და წყალი მოსახლეობის ეზოებში შედის.

მოსახლეობის თქმით, სოფელში გზებთან ერთად დაზიანებულია განათების ბოძები, ხშირია უბედური შემთხვევებიც.

იტვირთბა....