ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პეტრო პოროშენკოს და მისი ოჯახის წევრებს უკრაინული მედია ყალბი საბუთების გამოყენებაში ადანაშაულებს

პეტრო პოროშენკოს და მისი ოჯახის წევრებს უკრაინული მედია ყალბი საბუთების გამოყენებაში ადანაშაულებს.

გამოცემა სტრანა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ოჯახის წევრებთან ერთად, საახალწლოდ მალდივის კუნძულებზე ყალბი პასპორტებით გაემგზავრა.

წყაროს ცნობით, ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები პოროშენკოს და ოჯახის წევრებს უსაფრთხოების სამსახურმა დაუმზადა.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ იმ თვითმფრინავის რეისზე, სადაც პოროშენკო, ოჯახის 9 წევრთან ერთად იმყოფებოდა, სხვა სახელებით იყვნენ დარეგისტრირებულები. ფრენა 188 ათასი დოლარი დაჯდა, ხოლო მთლიანად დასვენების ხარჯებმა ნახევარი მილიონი დოლარი შეადგინა.

იტვირთბა....