ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში ბოროტმოქმედებმა 45 წლის ქალი აწამეს

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ქვიანში ბოროტმოქმედებმა 45 წლის ქალი აწამეს. დანებით შეიარაღებული სამი პირი თავს დაესხა სახლში მარტო მყოფ ქალს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

დაზარალებულის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები მას რამდენიმე საათის განმავლობაში უსწორდებოდნენ და ოქროსა და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. ბოლოს კი სასტიკად ნაცემი, წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს და წავიდნენ. დაბმული ქალი თანასოფლელებმა მეორე დღეს იპოვეს.

„სახეში მირტყეს ხელები, ფული გაქვს და მოგვეციო. მივეცი, რაც მქონდა. იმ დილას გოჭი გავყიდე და იმის ფული მომიტანეს 380 ლარი და მე ვუთხარი, მანდ არის საფულეში მეთქი,“ -აცხადებს დაზარალებული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

იტვირთბა....