ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ნოსირში საპროტესტო აქცია გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა ქალაქთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ გზის ამ მონაკვეთზე კომპანია ,, კობრა” წყლის მაგისტრალური მილის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებს და გზები გადათხრილია.

მოსახლეობას სენაკის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია და კომპანიის წარმომადგენელი ვაჩაგან სააკიანი შეხვდნენ. ისინი ადგილობრივებს პრობლემის უმოკლეს დროში მოგვარებას დაჰპირდნენ.

იტვირთბა....