ჩრდილოეთ კორეა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებს მონაწილეობას.
განცხადება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, თომას ბახმა, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც ორივე ქვეყნის – სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის, დელეგაციები ესწრებოდნენ.
22 ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენი ოლიმპიადაზე სპორტის სამ სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებს. გახსნის ცერემონიაზე კი ათლეტები სეულიდან და ფხენიანიდან ერთი დროშით წარდგებიან.
ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის შემადგენლობაში, მწვრთნელებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად, მედიის 21 წარმომადგენელიც იქნება.