ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოროშენკოს შეთავაზება საქართველოს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე, პოროშენკოსა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით,  პოროშენკო საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხის დამატებას სთავაზობს.

“ეს დაგვეხმარება, რომ მივიქციოთ უფრო მეტი ყურადღება და სტიმული მივცეთ ევროპას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვადა გაახანგრძლივოს,” – წერია დოკუმენტში.

ლიდერებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ასევე იმსჯელეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების იმპლემენტაციის აუცილებლობაზეც.

იტვირთბა....