ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლე “ბასიანის საქმეზე”: “ადამიანი აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი”

კლუბ “ბასიანთან” მომხდარი ინციდენტის საქმის მოსამართლე პირველ ინსტანციაში, ბადრი შონია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა.

“მე შევაფასე, რომ ეს ადამიანი(თამაზ ქვლივიძე) აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი. საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. მე ვერ გეტყვით რა იგულისხმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თუმცა მას ჰქონდა უფლება არ დათანხმებოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი რიგითი საქმე იყო ჩემს პრაქტიკაში”, – განაცხადა შონიამ.

ასევე მოსამართლე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საქმეში არ ფიგურირებდა ფოტო, რომელიც ასახავდა დაცვის უფროსის დაზიანებებს.

შეგახსენებთ, რომ კლუბ “ბასიანში” 13 იანვარს, დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე დაჭრეს.

როგორც ირკვევა, ბრალდებული, რომელიც სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

იტვირთბა....