რესტორნის ინციდენტში ბრალდებული საბა სამუშიას ადვოკატი ირმა შალამბერიძე ამბობს, რომ გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორანში მომხდარ დაჭრაში მეორე დანაც ფიგურორებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი ცივ იარაღს თავდაცვის მიზნით იყენებდა.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ინციდენტის მსხვერპლია. თვითონ არის ნაცემი და დაზარალებული. სხვისი დანა გამოიყენა თავდაცვის მიზნით, რომელიც ძირს დაგდებული იპოვა”, – აცხადებს ადვოკატი.
პროკურორის თქმით, მეორე დანა მართლაც ამოღებულია, რომელიც რესტორნის ე.წ. სუფრის დანაა, თუმცა მასზე არ არის სისხლის კვალი.
“ეს დანა დაჭრილების ერთ-ერთმა მეგობარმა აიღო და გაეკიდა სამუშიას, თუმცა როცა გამოვიდა რესტორნის გარეთ, დანა დააგდო”, – აცხადებს პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რესტორან “აღაში” მომხდარი დაპირისპირებაში მონაწილე მომღერალს საბა სამუშიას სასამართლის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა პატიმრობის შეფარდების შესახებ და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა გირაოთი გათავისუფლებაზე.