ბათუმში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წუხელ 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, რის შედეგადაც ზღვამ სანაპიროზე ნაგავი გამორიყა.
ტერიტორიაზე შპს “სანდასუფთავების” თანამშრომლები დილიდან მუშაობენ. მიმდინარეობს ნაგვის გატანა. როგორც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შტორმს ბულვარისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.