ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის მესამე ნაწილით და 239-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი.

117-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 118-ე მუხლის მესამე ნაწილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო 239-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

იტვირთბა....