ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.
“ჩემი ინფორმაციით, გამოძიების მხრიდან შეკვეთილი მკვლელობის შესახებ აღარ არის ვარაუდი. მათი განმარტებით, მკვლელობა არაპროფესიონალის მიერ არის განხორციელებული. ამაზე მეტყველებს 6 ტყვია, რომელთაგან გარდაცვლილს ერთი თითში აქვს მოხვედრილი, ერთი – ფეხში. თვითონ პროფესიონალები საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის შეკვეთილი მკვლელობა“, – განაცხადა კობაიძემ