ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: “მიხეილ სააკაშვილის საკითხი არცერთ შეხვედრაზე არ განხილულა, რომელიც ჩვენი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.

„მიხეილ სააკაშვილის საკითხი არცერთ შეხვედრაზე არ განხილულა, რომელიც ჩვენი ვიზიტის ფარგლებში გაიმართა,“-აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში 3 დღიანი ვიზიტით ჩავიდა, ის უკვე შეხვდა რადას თავმჯდომარეს ანდრეი პარუბის და ქვეყნის პრემიერს, ვლადიმერ გროისმანს.

ორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრის შესახებ განცხადბა უკრაინის რადას დეპუტატმა, ხვიჩა მეფარიშვილმა გააკეთა.

„ბატონ პრეზიდენტს მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ძალიან კარგი შეხვედრა იყო. განხილული იყო ისეთი საკითხები, რომელიც ეხება ევროინტეგრაციას, მეგობრობის წრეს, კარგ „ატნაშენიის“ ჩამოყალიბებას,“ – განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა, ხვიჩა მეფარიშვილმა.

იტვირთბა....