ახალი ამბები მთავარი სამართალი

”ნაციონალური მოძრაობის” წევრზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრზე, ალექსანდრე კვახაძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის შსს-მ ერთი პირი დააკავა.

”მის მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე ა.კ.-ს მიმდინარე წლის 17 იანვარს დაუკავშირდა თავისი მეზობელი – ი.რ. და შეხვედრა სთხოვა. იგი ი.რ.-სა და მის ნაცნობს – შ.ი.-ს 18 იანვარს, თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე, სკვერში შეხვდა. ი.რ.-მ გარკვეული თანხა სთხოვა ა.კ.-ს, რაზეც მან უარი უთხრა. ასევე, დადგინდა, რომ ი.რ.-მ, სასურველი თანხის მიღების მიზნით, ა.კ.-ს მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება სთხოვა, რაზეც კვლავ უარი მიიღო. ამის შემდეგაც მათ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც ა.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....