დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მსჯელობს.
როგორ უზრუნველვყოთ, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან – მოსმენა ამ სახელწოდებით, ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში პირველად გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა აჰმად უიმბლდონმა ლორდების შეკითხვებს უპასუხა.