ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოკლული ირაკლი კეკელიას ოჯახი სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების ჩართვას ითხოვს

ახალი წლის ღამეს მოკლული, 29 წლის ირაკლი კეკელიას ოჯახი სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების ჩართვას ითხოვს. მათი განმარტებით, ნაპირზე სამართალდამცველების დაკვირვება ცხედრის მოსაძებნად საკმარისი არ არის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთიდან პროფესიონალი მყვინთავების ჩამოყვანას სთხოვენ, რომლებიც სამძებრო ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მდინარე რიონში ამაჟამად ხილვადობა დაბალია, ამიტომ მყვინთავების ჩართვა მიზანშეწონილი არ არის.

შეგახსენებთ, რომ კეკელიას შესახებ, თითქმის, ორი კვირის განმავლობაში ოჯახმა არაფერი იცოდა. სამართალდამცველები დამნაშავეების კვალზე მხოლოდ უცნობი თვითმხილველის ანონიმური წერილის მიღების შემდეგ გავიდნენ და მოკლულის 2 მეგობარი დააკავეს.

სავარაუდოდ, ირაკლი კეკელია საკონტროლო გასროლით არის მოკლული.

ჯერჯერობით დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკვლელობის მიზეზი სიტყვიერი დაპირისპირება იყოს.

იტვირთბა....