რუსეთის სკოლებში მომხდარი თავდასხმები შესაძლოა, კომპიუტერულ თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდებოდეს. ამ ვერსიაზე გამოძიებამ მუშაობა უკვე დაიწყო.
სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელები დავალებებს სწორედ სოციალური ქსელიდან იღებდნენ.
რუსეთში, ულან-უდეს ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილების მსვლელობის დროს ნაჯახით შეიარაღებული მოზარდი კლასში შეიჭრა და იქ მყოფ მოსწავლეებს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 6 მეშვიდე კლასელი და მასწავლებელი. სამი დაშავებულის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.
დაკავების დროს ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობა სცადა და საკლასო ოთახის ფანჯრიდან გადახტა, თუმცა ის გადარჩა და ამ დროისთვის საავადმყოფოშია.